თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა (GAST) 2023 წელს დაარსდა. ეს ვი თი ჯგუფის მეორე სკოლაა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის შემდეგ, რომელიც 2018 წელს გაიხსნა.
სკოლის დევიზია „შენი წარმატება აქ იწყება“. ეს არის კერძო სკოლა თბილისში, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას საერთაშორისო გამოცდილებას უთავსებს.
გაკვეთილების მიღმა
გაკვეთილების გარდა, მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლის კლუბებსა და წრეებში გაწევრიანება. სკოლა თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის:
- ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
- ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია
- კომპიუტერული სკოლა „მზიური“
- განათლების კოალიცია
განათლება ვი თი ჯგუფში
განათლება ჯგუფის მთავარი სოციალური ინვესტიციაა. ორი სკოლის გარდა, ვი თი ჯგუფი მხარს უჭერს უფასო მათემატიკურ ოლიმპიადას „გახდი ოლიმპიელი“ და ინგლისური მართლწერის ეროვნულ კონკურსს. მეტი იხილეთ სოციალური პასუხისმგებლობის გვერდზე.
მისამართი: შუამთის ქ. 21, თბილისი. ტელეფონი: 032 2 560 650. ელ. ფოსტა: [email protected]
მიღება, პროგრამები და კონტაქტი: gast.edu.ge
