ისტორია
2006 წელი - ავტომობილების გაქირავების სერვისი საქართველოში
ავტომობილებით მომსახურების სერვისის ფართო სპექტრი : კერძო სექტორისთვის , სახელმწიფო დელეგაციებისთვის ,
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ტურისტული ჯგუფებისთვის უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირების
სერვისის მიწოდება .
2007 წელი - ბიტუმის ემულსიის საწარმოს გახსნა
თანამედროვე ტექონოგიებით აღჭურვილი დანიური ბიტუმის ემულსიის ქარხნის შეძენა .
ქარხანას აქვს წარმადობის მაღალი მაჩვენებელი და გამოუმიშავებს უმაღლესი ხარისხის ბიტუმის ემულსიას
2008 წელი - სატრანსპორტო ბიზნესის განვითარება
სატრანსპორტო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე კომპანიამ განაახლა ავტო. პარკი და შეიძინა ბიზნეს კლასის
ავტომობილები.
2010 წელი - საგზაო - სამშენებლო ბიზნესი
კომპანამ ინვესტირება გაზარდა გზების მშენებლობის ბიზნესში და შეიძინა თანამედროვე ტიპის საგზაო სპეც. ტექნიკა
2012 წელი - საგანმანათლებლო სფერო
ვი თი ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად ქართულ - ამერიკული სკოლა დაარსა .
" ქართულ-ამერიკული სკოლა - Georgian - American School " არის ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სკოლა ქვეყნის მასშტაბით.
2013 წელი - უძრავი ქონების ბიზნესი
აღნიშულ პერიოდში კომპანიამ განახორციელა ინვესტირება უძრავ ქონებაში . შეიძინა რამდეიმე ტიპის საოფისე - კომერციული
ფართი , მათ შორის სათაო ოფისი .
2014 წელი - საავტომობილო გზების მშენებლობა
ვი თი ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად დაარსა შპს " ჯი სი ჯი " , რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საავტომობილო
გზების მშენებლობა და საგზაო სამუშაოებისთვის საჭირო სპეც. ტექნიკით მომსახურების გაწევა.
2014 წელი - ემულგატორების იმპორტი
ვი თი ჯგუფმა დააფუძნა შვილობილი კომპანია, შპს " ქემიქალს "
" ქემიქალსი " სართაშორისო ბრენდის , Akzonobel- ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ემულგატორებისა და გზების მშენებლობისთვის საჭირო სხვა დანამატების იმპორტი .
2015 წელი - ქართულ - ამერიკული სკოლის განვითარება
" ვი თი ჯგუფმა " პარტნიორებთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შეიძინა ახალი , დამატებითი
შენობა , რის შედეგადაც გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა და დაიხვეწა სასწავლო ინფრასტრუქტურა .
2016 წელი - მათემატიკის ოლიმპიადა " გახდი ოლიმპიელი "
" ვი თი ჯგუფის " პატრონაჟით შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია : " საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი "
ორგანიზაციის მისია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვაა.
2017 წელი - ასფალტის ქარხნის შეძენა
ჰოლდინგში შემავალმა კომპანია , " ჯი სი ჯიმ " შეიძინა გერმანული ასფალტის ქარხანა - " Benninghoven Ecco 2000 "
რომელიც განთავსებულია , თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოო ბაზაზე.