სოციალური პასუხისმგებლობა

WT GROUP  სოციალურად აქტიური კომპანიაა და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში.  

კომპანიისთვის პრიორიტეტული საკითხია ქვეყანაში განათლების სისტემის გაუმჯობესება და ხელშეწყობა, რის გამოც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებაში.

 

WT GROUP-ის პატრონაჟით 2016 წელს, შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია “საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი” 

რომელიც ყოველწლიურად ატარებს უფასო მათემატიკის ოლიმპიადას "გახდი ოლიმპიელი " მე-6 კლასელთათვის www.olympian.ge 

აღნიშნული ორგანიზაციის მისია, ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვაა.

 

გახდი ოლიმპიელი  მე-6 კლასელთათვის შექმნილი ყოველწლიური, უფასო ოლიმპიადაა.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს. პირველ წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა 800-მდე მოსწავლემ მიიღო. მას შემდეგ პროექტი დინამიურად ვითარდება და ყოველწლიურად უფრო  მეტ მოსწავლეს აქვს საშუალება  

განვითარდეს ოლიმპიელ მათემატიკოსებთან ერთად. პროექტის წარჩინებულ მონაწილეეებს, საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის წევრები უსასყიდლოდ ამეცადინებენ და ამზადებენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე ასპარეზობისთვის.

 

WT GROUP  მათემატიკის უფასო ოლიმპიადა "გახდი ოლიმპიელი"-ის გარდა, აქტიურად თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.

2014 წლიდან ჰოლდინგი ოფიციალური სპონსორია NESC GEORGIA-სი, რომელიც ანხორციელებს ყოველწლიურ პროექტს,  

"ნაციონალური მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში"  www.nesc-ge.weebly.com

 

ამერიკის მშვიდობის კორპუსის Peace Corps-ის მოხალისემ, ადამ მალინოვსკიმ, განავითარა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის შექმნის იდეა და NESC ჩამოყალიბდა როგორც კონკურსი.

 

NESC-GE-ს მიზანია გამოიყენოს და დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები და მეთოდოლოგია ინგლისური ენის მართლწერის პროექტში, რათა გახადოს სწავლის გამოცდილება ხელმისაწვდომი, ეფექტური და სახალისო ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.