ქართულ - ამერიკული სკოლა
2018 წელს ვი თი ჯგუფმა, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ბათუმში.
"ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა/Georgian Amrican School Of Batumi" ერთ-ერთი წამყვანი კერძო სკოლაა საქართველოში, რომელმაც თავისი არსებობის
უმოკლეს პერიოდში დაიმკვიდრა წარმატებული და ღირსეული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელი.
სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი და კვალიფიციური პედაგოგების გუნდით, რომლებიც სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და
მეთოდებს მუდმივად ეცნობიან.
ბათუმის ქართულ - ამერიკული სკოლის გრძელვადიანი, განვითარების გეგმა ემყარება საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ სააღმზრდელო პრინციპებს.
სკოლის მისიაა შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში თავის მოსწავლეებს მისცემს ღირებულ ცოდნასა და გარემოში ადაპტაციის უნარს .
მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული წამახალისებელი აქტივობები, უახლესი სასწავლო მეთოდების გამოყენება, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების სინთეზი ხელს შეუწყობს კრიტიკული, ანალიტიკური, ეთიკური, შემოქმედებითი და მუდმივად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარების განვითარებას.
ბათუმის ქართულ - ამერიკული სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და საბუნებიმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, კვების ბლოკით, დახურული და ღია სპორტული, თეატრალური და საკონფერენციო დარბაზებით.
- ქ. ბათუმი , ბაგრატიონის ქ.117