GEORGIAN CONSTRUCTION GROUP 

 

შპს " GCG " დაარსდა 2014 წელს WT GROUP -ისა  და პარტნიორების მხარდაჭერით.

 

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს :

 

-  უმაღლესი ხარისხის ასფალტის წარმოება  

-  საავტომობილო გზების მშენებლობა  

-  საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა

-  საგზაო  სპეც. ტექნიკით  მომსახურების გაწევა

 

GCG -ს გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოო ტექნოლოგიური ბაზა, რომელიც განთავსებულია გარდაბნის

რაიონის სოფელ ვაზიანში 27,000 კვ.მ -ზე.

 

კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა, რის გამოც აღნიშნულ ბაზაზე, გარდა

ტექნიკური უზრუნველყოფისა, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ნორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო

მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.

 

საწარმოო ტექნოლოგიურ  ბაზაზე წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტის ქარხანა,  " Benninghoven ECO 2000 "

რომლის საშუალებითაც GCG საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის ასფალტს აწარმოებს. 

წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხმა კი განაპირობა კომპანიის არსებობის უმოკლეს პერიოდში გამორჩეული ადგილის

დამკვიდრება საგზაო-სამშენებლო ბაზარზე. 

 

გარდა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, GCG მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ გადამზადებაზე. 

რის გამოც, კომპანია აქტიურად  თანამშრომლობს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ პარტნიორებთან და ჩამოყავს მათი წარმომადგენლები კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩასატარებლად .

 

 

გაიგე მეტი