2014 წლის 26-28 მარტს თბილისმა „ექსპო ჯორჯიაში“ უმასპინძლა საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმს „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები“. ფორუმი საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ლიტვის ეკონომიკის მინისტრმა ევალდას გუსტასმა გახსნეს. მასში ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
დელეგაციის სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყო WT Group-ის სატრანსპორტო კომპანიამ, დღევანდელმა ვი თი სერვისმა.



