სოფლის მეურნეობა

ჯეოაგრო ისთეით

ჯგუფის სასოფლო-სამეურნეო კომპანია: 50 ჰექტარი ლურჯი მოცვის ბაღი სოფელ სეფიეთში, აბაშის მუნიციპალიტეტში, GLOBALG.A.P. სტანდარტით, ადგილობრივი ბაზრისა და ექსპორტისთვის.

მუშები ლურჯი მოცვის ბუჩქებთან ჯეოაგრო ისთეითის მეურნეობაში, აბაშა

შპს ჯეოაგრო ისთეით ვი თი ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად 2023 წელს დააარსა სამეგრელოში, დასავლეთ საქართველოში. კომპანიას აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში 230 ჰექტარი მიწა აქვს, საიდანაც 50 ჰექტარზე ერთიანი ლურჯი მოცვის ბაღია გაშენებული. პირველი მოსავალი 2025 წელს აიღეს.

ჯეოაგრო ისთეითის ლურჯი მოცვის ბაღი სეფიეთში, ხედი ზემოდან
50-ჰექტრიანი ბაღი სეფიეთში, აბაშის მუნიციპალიტეტი, ხედი ზემოდან.

მეურნეობა

  • 50 ჰექტარზე ერთიანად გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი
  • 150 ტონიანი სამაცივრე შენობა
  • 4 000 კუბური მეტრის წყლის რეზერვუარი
  • თანამედროვე ირიგაციისა და ფერტიგაციის სისტემები
  • საკუთარი ტექნიკა და დანადგარები
  • საოფისე და სასაწყობე სივრცეები
  • საერთაშორისო სტანდარტი GLOBALG.A.P. V6.0 და GRASP
მეურნეობის წყალსაცავი ბაღის ნაკვეთებს შორისტრაქტორი შესხურების აპარატით ლურჯი მოცვის რიგებს შორის
4 000 კუბური მეტრის წყალსაცავი, რომელიც სარწყავ სისტემას კვებავს, და მეურნეობის საკუთარი ტრაქტორი რიგებში.

ჯიშები

ბაღში ათი ჯიშია დარგული, რომ კრეფა ადრეული სეზონიდან საგვიანომდე გაგრძელდეს და ბაზარი მთელი ზაფხულის განმავლობაში მარაგდებოდეს:

  • ადრეული: Duke, Suziblue
  • ადრეულ-საშუალო: Blue Ribbon, Sekoya Crunch, Miss Alice Mae
  • საშუალო: Top Shelf, Valor, Sekoya Grande, Miss Jackie
  • საგვიანო: Cargo, რომელიც სიმკვრივეს სამაცივრე და საყინულე შენახვისას ინარჩუნებს და მექანიზებული კრეფისთვისაც გამოდგება
Cargo-ს ჯიშის ლურჯი მოცვის რიგი სექტორის ნიშნით
Cargo, გვიანი ჯიში, ბაღის 21-ე სექტორში.

მიზანი

კომპანიის მიზანია საქართველოში წამყვანი ლურჯი მოცვის მწარმოებელი გახდეს და შექმნას ბრენდი, რომელსაც მყიდველები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ენდობიან: სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია, მდგრადი მეურნეობა, რომელიც ნიადაგსა და წყალს უფრთხილდება, და გრძელვადიანი პარტნიორობა სტაბილურ მიწოდებასა და მუდმივ ხარისხზე დაყრდნობით.

ლურჯი მოცვის რიგები შემოდგომის ფერებში სეფიეთის მეურნეობაში
ბაღი შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ.

გუნდი

მეურნეობას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი ემზარ ოთხოზორია; გუნდში არიან ადგილობრივი აგრონომი შაკო ცინცაძე და ორი კონსულტანტი პორტუგალიიდან და იტალიიდან, ჟორჟე დუარტე და მარკო ბუტერა.

კომპანიები