ახალი სასწავლო წელი ქართულ-ამერიკულ სკოლაში

ქართულ-ამერიკულ სკოლაში სასწავლო 2017-2018 წელი გაიხსნა

სწავლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. სკოლის დირექტორმა ირმა მესხიშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიც:

ეროვნული ბიბლიოთკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ პატარებს თომას ზღაპრები წაუკითხა.

X- ფაქტორის აღმოჩენამ თამარ ედილაშვილმა კი მოსწავლეებისთვის საყვარელი სიმღერა Who is loving you შეასრულა.

ყურადღების გარეშე არ დარჩენილან არც პირველკლასელები, რომელთათვისაც ანიმატორებმა სპეციალური გასართობი პროგრამა დადგეს.